BBC - კაცმა ერთი კილოგრამი ლურსმნები, დანები და ჭანჭიკები გადაყლაპა



BBC - კაცმა ერთი კილოგრამი ლურსმნები, დანები და ჭანჭიკები გადაყლაპა

ლიეტუვაში ექიმებმა კაცის მუცლიდან 1 კილოგრამი ლურსმნები, ჭანჭიკები და დანები ამოიღეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პაციენტი ლითონის ნივთებს ერთი თვის განმავლობაში ყლაპავდა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლს დაანება თავი. ოპერაცია 3 საათი გრძელდებოდა. პაციენტის მუცლიდან ამოღებული ზოგი ნივთის სიგრძე 10 სანტიმეტრს შეადგენდა. ქირურგების თქმით, ეს უნიკალური შემთხვევაა.

პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ