კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მიიღო
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი, რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ, მიიღო.
დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. პროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისი წევრობის შეჩერებას.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ასევე მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინადადებას უკრაინისთვის დაახლოებით 14 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. ამ თანხის ნაწილს, 6 მილიარდს, ამერიკის თავდაცვის უწყება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოიყენებს, დანარჩენი კი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას მოხმარდება.