ჯანდაცვის მინისტრი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არსებულ ვითარებას ეცნობა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება. ეკატერინე ტიკარაძე მედპერსონალს შეხვდება და პირადად გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, სწორედ იქ სთავაზობს ჰოსპიტალიზაციას.
ტიკარაძე კომენტარს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.