ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია



ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა.

ტურნირის მსვლელობისას, ბასილაშვილი ათამაშდა საკუთარ მოწოდებაზე და ბოლო ორ შეხვედრაში არცერთი საკუთარი გეიმი არ წააგო. იგივე ხდებოდა შტრუფის წინააღმდეგ პირველ სეტში – ქართველმა თავის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა წააგო და სამივე პირველ მოწოდებაზე, მეორე ბურთზე კი ექვსიდან ექვსი ქულა აიღო. 

"ეს ბასილაშვილისთვის მეხუთე ტიტულია ამ დონის ტურნირზე", — ვკითხულობთ პროფესიონალ კაც ჩოგბურთელთა ასოციაციის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

2021 წელს ბასილაშვილმა მოიგო დოჰას ტურნირიც. სწორედ ამ ტურნირის მეოთხედფინალში დაამარცხა მან ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ