საქართველოში "ომიკრონის" შტამით ინფიცირების 24 შემთხვევა გამოვლინდა



საქართველოში "ომიკრონის" შტამით ინფიცირების 24 შემთხვევა გამოვლინდა

ამ ეტაპზე საქართველოში ომიკრონის შტამის სულ 24 შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "ომიკრონის" შტამს, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა ახასიათებს.

გვაქვს დადასტურებული 24 შემთხვევა ყველა არის მსუბუქი მიმდინარეობის. პირველი ორი შემთხვევა, რომ გამოცხადდა ორშაბათს, მათი კონტაქტების გამოკვლევა განხორციელდა და ყველას დაუდასტურდა, უმრავლესობა იყო ვაქცინირებული“, - თქვა  თამარ გაბუნიამ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ