ვაგნერ გონსალვესმა ,,დილა" დატოვა - კლუბმა შესაძლოა კომპენსაცია მოითხოვოს
ვაგნერ გონსალვესმა ,,დილა" დატოვა - ინფორმაცია სოციალურ ქსელში, საფეხბურთო კლუბმა გაავრცელა. ისინი მადლობას უხდიან ფეხბურთელს გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებენ.
,,მადლობას ვუხდით ბრაზილიელს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“ წერია ,,დიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კლუბის დირექტორის, გიორგი ჯოხაძის ინფორმაციით ისინი კონპენსაციას მოითხოვენ, რადგან ვაგნერმა გუნდი დროზე ადრე დატოვა.
"ვაგნერი ჩვენთან იჯარის წესით იმყოფებოდა. კონტრაქტის მიხედვით, ის ვალდებული იყო მინიმუმ კონფერენსლიგის პირველ ეტაპზე დაგვხმარებოდა, მაგრამ წავიდა. ამის გამო დილა კომპენსაციას აუცილებლად მოითხოვს."- ამბობს ჯოხაძე