გორში ორდღიანი სემინარი გაიმართა მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის
3-4 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გორში ორდღიანი სემინარი გაიმართა მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის. სემინარის მთავარ თემა იყო ბავშვთა უფლებები და რელიგიური ლიდერების როლი ამ უფლებების დაცვის პოპულარიზებაში.
შეხვედრებზე განიხილეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი და ამ დოკუმენტებში არსებული ბავშვთა დაცვის მექანიზმები. მოწვეულმა ფსიქოლოგმა და ჯანდაცვის ექსპერტმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, COVID-19-ის პანდემიის გავლენა ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, ვაქცინაცია, ბრაზის და შფოთვის მართვა, და ა.შ.
რელიგიურ ლიდერებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებში. ისინი ახლოს იმყოფებიან თემებთან, ბავშვებთან და ოჯახებთან. შესაბამისად მათ შეუძლიათ, მიაღწიონ დადებით ცვლილებებს საზოგადოებაში ბავშვის უფლებების პოპულარიზებით.