ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების საფრთხე არ არსებობს - სურსათის ეროვნული სააგენტო



ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების საფრთხე არ არსებობს - სურსათის ეროვნული სააგენტო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად აკონტროლებს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ არსებულ ვითარებას. ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის და უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტომ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა ფერმებს და მოსახლეობას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ