ბოლო 24 საათში შიდა ქართლში 1 ადამიანი აიცრა - ვაქცინაციის დაბალი ტემპი



ბოლო 24 საათში შიდა ქართლში 1 ადამიანი აიცრა - ვაქცინაციის დაბალი ტემპი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდსაწინააღმდეგო აცრების 18 ოქტომბრის სტატისტიკას აქვეყნებს,

რომლის მიხედვითაც ბოლო 24 საათში მხოლოდ 2265 ადამიანია აცრილი. მათ შორის თბილისში 1567,

ქვემო ქართლი - 69, კახეთი - 22, სამცხე ჯავახეთი - 17, აჭარა - 234, გურია - 33 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 97.

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 6, იმერეთი -219, შიდა ქართლი -1 და მცხეთა-მთიანეთი 0.

NCDC-ის ცნობით, 18 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 914 269 აცრა

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %.

სრულად ვაქცინირებულია 902 660 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.6%. 17 ოქტომბერს აიცრა  2 260 ადამიანი.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40422-ია. მათ შორის 1247 მძიმე პაციენტია.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 9510 აღწევს, ბოლო 24 საათში კი დაავადებას 42 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ