გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა



გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე დაშავებული ექიმია. ექიმები „ჰონდას“ მარკის კერძო ავტომობილით გორიდან წეროვანის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ,,მერსედესის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

ავარიისას, ,,გორმედის'' 3 ექიმი დაშავდა, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ისინი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ