ცესკო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს არა უგვიანეს 13 ნოემბრისა შეაჯამებს

BOG


ცესკო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს არა უგვიანეს 13 ნოემბრისა შეაჯამებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს არა უგვიანეს 13 ნოემბრისა შეაჯამებს.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ცესკო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის დასრულებისთანავე შეაჯამებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მეორე ტურის შედეგებს კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, არა უგვიანეს 13 ნოემბრისა ოფიციალურად შეაჯამებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ცესკომ თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერთა არჩევნების განახლებული წინასწარი მონაცემები წარადგინა. თითქმის ყველგან, „ქართული ოცნება“ იგებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ