გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელი გურამ პაპუაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, პაპუაშვილი აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდა, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა და გორში გუშინ დაბრუნდა. გარდაცვალების მიზეზი დაუზუსტებელია და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი.
გურამ პაპუაშვილი 37 წლის იყო.