ხანძარი კასპის მუნიციპალიტეტში ალპურ ზონაში გაჩნდა
ხანძარი იყო კასპის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში. ქსილისის მთის ფერდობზე ცეცხლი ხმელ ბალახს ეკიდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერებთან მობილიზებული იყო შესაბამისი რაოდენობის სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები. მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად ცეცხლის ლიკვიდრიება მოხდა.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობას მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც იღებდნენ. საკუთარი ძალებით იბრძოდნენ ცეცხლის ჩასაქრობად ახალგაზრდების ჯგუფი, სოფელ გუდალეთიდან.
,, არვიცით საიდან გაჩნდა ცეცხლი, თუმცა მალევე ჩავაქრეთ" - ამბობს ერთერთი ადგილობრივი.