კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით - შიდა ქართლი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კუთხით ხუთეულშია



კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით - შიდა ქართლი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კუთხით ხუთეულშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 300, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 734, მცხეთა-მთიანეთი - 123, სამცხე-ჯავახეთი - 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601 საიდანაც:

5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 186, აჭარაში - 510, იმერეთში - 1 286.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 425 პირი, მათ შორის, თბილისში - 498, აჭარაში - 128, იმერეთში - 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 35, იმერეთში - 30.

993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 554 - თბილისში, 224 - აჭარაში.

45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 248 ადამიანი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ