ნედ პრაისი - მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან - ისინი ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის სურვილს
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს მათი დემოკრატიული ინსტიტუტები.
„ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის, უფრო მჭიდრო სიახლოვის სურვილს. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს მათ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, დაეხმარონ მათ კონტროლისა და ბალანსის სისტემის განვითარებაში, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას,“- აღნიშნა პრაისმა.