,,მინდა იცოდეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ მოსახლეობისთვის“ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუშაობას შეუდგა



,,მინდა იცოდეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ მოსახლეობისთვის“ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუშაობას შეუდგა

გორის მუნციპალიტეტის მერის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა წერილი, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობას მიმართავს. იგი მოსახლეობას დაპირებების შესრულებას ჰპირდება და იმედოვნებს, რომ დაგეგმილი პროექტებით მუნიციპალიტეტის თვითოეული მოქალქე იგრძნობს სარგებელს.

"გორი ჩემი საყვარელი ქალაქია და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ! მინდა იცოდეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. მუნიციპალიტეტში უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა, გავაკეთებ ყველაფერს, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე იგრძნოს ის სიკეთეები, რაც ადგილობრივ დონეზე შეიძლება მოგვარდეს." - წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლენილი პრიობლემების შესახებაც წერს. მისი თქმით მოსახლეობის  ყველა პრობლემას  გუნდთან ერთად გადაჭრის. 


,,კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის და გითხრათ, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ, მადლობა რომ მომეცა საშუალება ჩემი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის დავიხარჯო. წინასაარჩევნო შეხვედრების დროს დავინახე ბევრი პრობლემა, რასაც გუნდთან ერთად, აუცილებლად მოვაგვარებ. ბოლო პერიოდში უამრავი კარგი პროექტი განხორციელდა და მაქსიმალურად ვეცდები, კიდევ უფრო ბევრი გაკეთდეს.
წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა და იმედი მაქვს, ერთად ყველაფერს შევძლებთ!" - ნათქვამია, განცხადებაში. 


ლადო ხინჩეგაშვილი 27 ოქტომბრიდან გორის მერი ოფიციალურად გახდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ