თავდასხმა ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე - ნაცემია ჟურნალისტი



თავდასხმა ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე - ნაცემია ჟურნალისტი

ქარელის მუნიციპალიტეტში, საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა ,,ტვ მონიტორინგისჟურნალისტს თავს დაესხა. გია კურტანიძემ ირაკლი კოშაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოძალადე დამკვირვებელმა ტექნიკის დამტვრევაც სცადა. ინციდენტი მეორე საარჩევნო უბანთან იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტმა შენიშნა კურტანიძე ბეიჯის გარეშე და შეეცადა გაერკვია ხომ არ ჰქონდა კანონდარღვევას ფაქტი. სწორედ ამ დროს მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან არაადეკვატური რეაქცია.  საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება და ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ