"საზაფხულო ბანაკი 2023" - გორის მერია 150-მდე ახალგაზრდას დაბა ბაკურიანში წაიყვანს



"საზაფხულო ბანაკი 2023" - გორის მერია 150-მდე ახალგაზრდას დაბა ბაკურიანში წაიყვანს

გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებ ახალგაზრდებს დაბა ბაკურიანში წაიყვანენ და ტრენინგებს ჩაუტარებენ. პროექტში მონაწილეობის მიღება 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლებათ. 

ბანაკის წევრბს ტრენინგები ჩაუტარდებათ შემდეგ თემატიკაზე:  ემოციების მართვა; ეფექტური კომუნიკაცია; ადგილობრივი თვითმართველობა; სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირება; • პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა; ემოციური კაპიტალი;  პროექტების წერა.

შესაბამისი მომსახურების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 90 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. მერიის მოთხოვნით მომსახურება უნდა განხორციელდეს  189  პერსონაზე, 3  ნაკადად, თითოეულ პერსონაზე განკუთვნილი უნდა იქნას  ტრანსპორტის მომსახურება, სასტუმროს მომსახურება (5 ღამე -  6 დღე) სამჯერადი კვებით, საკონფერენციო დარბაზით. 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ