შიდა ქართლში კოვიდით 508 ადამიანი დაინფიციორდა



შიდა ქართლში კოვიდით 508 ადამიანი დაინფიციორდა

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3 818 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 58 291 კვლევა, აქედან 36 465 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 21 826​ ​PCR-ით. 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,33%-ია, ბოლო 14 დღის - 9,13%-ია, 7 დღის - 9,46%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი - 2 237 შემთხვევა;

აჭარა - 229;

იმერეთი - 1 148;

ქვემო ქართლი - 417;

შიდა ქართლი - 508;

გურია - 183;

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401;

კახეთი - 553;

მცხეთა-მთიანეთი - 124;

სამცხე-ჯავახეთი - 163;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 49 114 აქტიური შემთხვევაა. 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,

მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 490, აჭარაში - 529, იმერეთში - 1 413. მძიმე პაციენტია 1 588 პირი,

მათ შორის, თბილისში - 600, აჭარაში - 109, იმერეთში - 499. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი,  

მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 40, იმერეთში - 33. 1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,

მათ შორის 686 - თბილისში, 206 - აჭარაში. 41 477 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2.

თვითიზოლაციაში იმყოფება 36 770 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 732 965 შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან 673 640 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 185 კი გარდაიცვალა.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ