9 და 10 ნოემბერს რიკოთის გვირაბში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143 კმ მონაკვეთზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში,
პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 9 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 საათამდე და 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე,
იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.