ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.
„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
საქართველოსთან ერთად ელჩი გაიწვიეს ყირგიზეთიდანაც.
ელჩის, ანუ პირველი დიპლომატის გაწვევა, ქვეყნებს შორის უთანხმოების დროს, პროტესტის დაფიქსირების ერთ-ერთი ყველაზე მძალვრი მექანიზმია.
ზოგჯერ, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ელჩებს საკუთარ დედაქალაქებში „დამატებითი კონსულტაციებისთვის“ იწვევენ, რაც ასევე პროტესტის გამოხატულებად მიიჩნევა.