ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერისთავის თეატრის დასს მადლობის სიგელი გადასცა

BOG


ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერისთავის თეატრის დასს მადლობის სიგელი გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერისთავის თეატრის სამხატვრო

ხელმძღვანელსა და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს უკრაინის თეატრალურ ფესტივალში მიღწეული

წარმატებები მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა. მადლობის სიგელი გადაეცა, ასევე, ერისთავის თეატრალურ დასს.

შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში გასტროლის დროს მიღწეულ წარმატებებსა და ერისთავის თეატრის

სამომავლო გეგმებზე. გორის მუნიციპალიტეტის მერი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მხარდაჭერას დაჰპირდა.

ნიკოლაევის საერთაშორისო კონკურს - ფესტივალზე ერისთავის თეატრი დაჯილდოვდა:

საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი სპექტაკლი “შეცვალე” - რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი.

საუკეთესო მსახიობი ქალი - ლიკა კევლიშვილი.

ალტერნატიული ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი- ქეთი ლუარსაბიშვილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ