გორის მუნიციპალიტეტში ცხოველის დაკბენის 506 შემთხვევა გამოვლინდა
გორის მუნიციპალიტეტში ცხოველის მიერ დაკბენის 506 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, პირველი ივლისიდან, პირველ სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშშია მოცემული.
,,საანგარიშო პერიოდში ცხოველტა მიერ დაკბენა დადორბვლის 506 შემთხვევა დაფიქსირდა. სრული კურსი დაენიშნა 139 პირს, პირობითი 367, გაიხარჯა სულ 2017 დოზა ანტირაბიული ვაქცინა და 75 დოზა ანტირაბიული იმუნოგლობულინი. ინფორმაცია ცხოველთა დაკბენა-დადორბვლის შესახებ ეცნობა სურსათის უვნებლობის სააგენტოს. ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა." - წერია დოკუმენტში.
მუშაობის ანგარიში, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ გიუნაშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.