კასპი 2021 წლის რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტია - IDFI
შეფასების შედეგების მიხედვით კასპი 2021 წლის რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტია -
ამის შესახებ IDFI -ის საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული 2021 წლის შეფასების ანგარიშში წერია.
,,2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
ინდექსის შედეგები რეიტინგი მუნიციპალიტეტების მიხედვით
მუნიციპალიტეტების 2021 წლის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულე-
ბის საშუალო შედეგი კვლავ დაბალი რჩება - 28%. მერიების საშუალო შედ-
ეგია - 26%, ხოლო საკრებულოების - 31%. აღნიშნული შედეგები არსებითად
არ განსხვავდება 2019 წლის მაჩვენებლებისგან. შეფასების შედეგების მიხედვით, 2021 წლის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე
მუნიციპალიტეტად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გამოვლინდა. 100%-იან
შეფასების სკალაზე მას 70%-იანი შედეგი აქვს, რაც 9%-ით აღემატება 2019
წლის საუკეთესო შედეგის მქონე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, ხო ლო
20% აღემატება 2017 წლის საუკეთესო შედეგს - ქალაქ რუსთავის მუნი ციპა-
ლიტეტს (50%). ფოთის მუნიციპალიტეტთან ერთად, გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ
ხუთეულში არიან რუსთავის (66%), ლაგოდეხის (61%), ოზურგეთის (58%) და
ზუგდიდის (55%) მუნიციპალიტეტები.
2021 წლის საუკეთესო შედეგების მქონე მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება 2021 წლის რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე
მუნიციპალიტეტებს, მათ შორის არიან ადიგენის (4%), ნინოწმინდის (5%),
თერჯოლის (5%), ასპინძის (6%) და ზესტაფონის (6%) მუნიციპალიტეტები.
რეიტინგის 10%-იანი ზღვარი ასევე ვერ გადალახა სამმა მუნიციპალიტეტმა:
თიანეთი (7%), სამტრედია (7%) და კასპი (9%)“-წერია ანგარიშში.