კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით - გაზრდილია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი



კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით - გაზრდილია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარა - 151, იმერეთი - 810, ქვემო ქართლი - 330, შიდა ქართლი - 355, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 413, კახეთი - 318, მცხეთა-მთიანეთი - 146, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 894 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 366 საიდანაც:

6 755 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 625, აჭარაში - 602, იმერეთში - 1 393.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 643 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 127, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 32.

1 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 840 - თბილისში, 266 - აჭარაში.

50 316 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 936 ადამიანი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ