გორის ,,ივერიონმა" მეტოქეს 16 ქულით სძლია
🏀🏆 დღეს, ივერიონმა პირველ ამხანაგურ მატჩში, რომელიც შინ, გორში გამართა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სძლია 64:48!
🏀🏆 თსუ-ს, რომელიც საქართველოს სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერია გორელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
🏀🏆 დიმა ჟაკობოვის შეგირდებმა პირველივე წუთებიდან კარგად იასპარეზეს. მწვრთნელმა აქცენტი შემტევ სტილზე გააკეთა, მასპინძლები ცდილობდნენ დაცვაშიც ნაკლები შეცდომები დაეშვათ და მეტოქისთვის სამოქმედო არეალი შეეზღუდათ. ნაყოფერად ირჯებოდნენ გუნდის ამერიკელი ლეგიონერები. პირველი ტაიმი „ივერიონმა“ 32:23 მოიგო.
თამაშის სადავეები „ივერიონს“ არც შესვენების შემდეგ დაუთმია. მეტიც, გორელთა მოქმედებაში უფრო მეტი სითამამე და თავდაჯერება შეინიშნებოდა და ქულათა სხვაობაც თანდათან გაიზარდა კიდეც. მწვრთნელი როტაციასაც უფრო აქტიურად მიმართავდა, თამაშის საშუალება არაერთ ახალგაზრდას მისცა და მათი პოტენციალი საქმეში იხილა.
🏀🏆 საბოლოოდ „ივერიონმა“ დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბი 16 ქულიანი სხვაობით 64:48 დაამარცხა.
🏀🏆 მატჩი შეაფასა „ივერიონის“ მწვრთნელმა დიმა ჟაკობოვმა.
„პირველ ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო თსუ-ს კარგი თამაშისთვის და წარმატება მინდა ვუსურვო მათ სუპერლიგაში ასპარეზობისას. „ივერიონს“ და მის გულშემატკივრებს კი ვულოცავ მოგებას და დიდად მადლობელი ვარ ჩვენი კალათბურთელების მიერ გაწეული შრომისთვის და მაქსიმალური მონდომებისთვის. გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე იყო ის, რომ დაგვენახა გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები, ვარჯიშზე ნამუშევარი გადაგვეტანა თამაშში, უკეთ შევთამაშებულიყავით და საკუთარი თავიც უკეთ წარმოგვეჩინა. ამ მოგების მიუხედვად, რა თქმა უნდა სამუშაო კვლავაც ძალიან ბევრია და ასეთი მატჩები აუცილებლად დაგვეხმარება მთავარი მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში“ - თქვა დიმა ჟაკობოვმა.
მთავარი მიზანი კი ამ ეტაპზე „ა“ ლიგაში ადგილის დამკვიდრებაა.
🏀🏆 შეგახსნეებთ, რომ „ა“ ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები დეკემბერში ჩატარდება.
🏀🏆 აქვე დავამატებთ, რომ 28 ნოემბერს გორული კლუბი ერევანში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად.