მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი თბილისის და დიდი ურბანული დასახლებების მოსახლეობაა | NDI-ს კვლევის შედეგები



მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი თბილისის და დიდი ურბანული დასახლებების მოსახლეობაა | NDI-ს კვლევის შედეგები

ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

კერძოდ, კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ „ცუდად“. 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 7% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევის თანახმად, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.

კერძოდ, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს თბილისში გამოკითხულთა 60%, ხოლო კარგად - 35%.

დიდი ქალაქები: ცუდად 59%, კარგად 34%; პატარა ქალაქები: ცუდად 49%, კარგად 44%; სოფლები: ცუდად 44%, კარგად 45%;

რაც შეეხება მათ განაწილებას პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთაგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 13%, ხოლო კარგად 84%. გამოკითხულებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერების 75% მთავრობის საქმიანობაზე ამბობს, რომ ცუდია, 20% კი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს.

ახალი კვლევის საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ