მიხეილ სააკაშვილი: არ ვაღიარებ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას



მიხეილ სააკაშვილი: არ ვაღიარებ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის

დაწყებამდე განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

„არ ვაღიარებ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას. აქ არ ვარ იმისთვის, რომ

წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო,“- განაცხადა სააკაშვილმა.

სხდომაზე, ბრალდების მხარემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილების

შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„განსხვავებული პოზიცია არ გვქონია. მე-60 მუხლის თანახმად განვმარტავთ, რომ აცილება არ იქნება

დაკმაყოფილებული. როცა დაიწყო საქმის განხილვა და აქამდე მოყოლებული ყოფილიყავით ზედამხედველი.

ჩვენ წინასწარ ვერანაირ შეფასებებს მოწმეთა ვერც ერთ შეფასებაზე ვერ გავაკეთებთ. მე-60 მუხლის გათვალისწინების საკითხზე

ამ საქმეში სასამართლო იმას გულისხმობს, რომელსაც ჩვენ ახლა ვიხილავთ“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ