5 ივლისს "რუსთავი 2"-ის ოპერატორზე თავდასხმის გამო კიდევ 1 მოძალადე დააკავეს



5 ივლისს "რუსთავი 2"-ის ოპერატორზე თავდასხმის გამო კიდევ 1 მოძალადე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1955 წელს დაბადებული უ.დ. დააკავეს.

ის თავს "რუსთავი 2"-ის ოპერატორს დაესხა.

უწყების ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ