დადგეს რაღაც კონცერტი, მე არაფერ შუაში ვარ - გიორგი კანდელაკის პირველი კომენტარი
გორში, ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებული ვეტერანი მოკრივე, გორელი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს.
მისი მტკიცებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებული 6 ადამიანიდან მხოლოდ გორის საკრებულოს წევრს ბორია გოგიჩაიშვილს იცნობს.
საერთოდ ვერ ვხვდები, რაზე ვარ დაკავებული. ერთადერთი გუშინ ან გუშინწინ მთხოვეს ოჯახის წევრებმა, ამეყვანა ადვოკატი. ველოდებოდი, სამჯერ გამომაგდეს ეზოდან (როცა ბორისი დააკავეს) – "წადი აქ რა გინდაო", "პატრულს უნდა გამოვუძახოთო“. ბოლოს მითხრეს, ერთ-ერთ უფროსს შენთან გასაუბრება უნდაო, ბორიასაც განახებთო. ავედი და ცოტა შეკამათება მოგვივიდა. აბსურდია, სასწაული, დადგეს რაღაც კონცერტი, მე არაფერ შუაში ვარ. ამ ხალხს საერღოდ არ ვიცნობ, ბორის გოგიჩაიშვილოს გარდა.“- თქვა კანდელაკმა.
წყარო:tvpirveli