რა არის მწვანე პასპორტი და სად მოგვთხოვენ მას დღეიდან



რა არის მწვანე პასპორტი და სად მოგვთხოვენ მას დღეიდან

დღეიდან, პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია

ამოქმედდება და მოსახლეობას გარკვეულ დაწესებულებებში მის გარეშე შესვლა საერთოდ არ შეეძლება. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ცნობილია, რომ 

მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 

უფრო კონკრეტულად კი მწვანე პასპორტს მიიღებენ:

  • სრულად ვაქცინირებული ადამიანები;
  • ის პირები, ვისაც ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ის პირები, ვისაც ჩატარებული აქვს 24-საათაინი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვთ კორონავირუსი. 

1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით მოქალაქეების შესვლას

შეძლებენ: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში,

კინოთეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა

და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტენს დარბაზებში, სასტუმროებში.

იგივე პრინციპი იმოქმედებს სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღნიშნული მოთხოვნა

ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებს ეხება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ