ძლიერი წვიმა, წყალმოვარდნები და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 3 ივნისამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივნისს დღის ბოლოდან 3 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით (აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.