ზეღდულეთელებმა სადაო მიწაზე კარვები გაშალეს - აქცია სოფელში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში აქციები განახლდა. ადგილობრივები გასხვისებული მიწების დაბრუნების მოთხოვნით შეიკრიბნენ და სადაო ტერიტორიაზე კარვები გაშალეს. ხალხი ამბობს, რომ ამ ფორმით შეეცდებიან ინვესტორს საძოვრების დამუშავების უფლება არ მისცენ.
,,ჩვენ აქ დავაწესებთ მორიგეობას. ღამეებს გავათენებთ, რადგან არ მოხდეს ამ მიწის დამუშავება. ჩვენ ვითხოვთ ტერიტორია, რომელიც სოფლის საძოვარია ინვესტორმა სრულად დათმოს“ - ამბობსნ სოფელში.
ცნობისთვის, სოფელ ზეღდულეთში 75 ჰექტარი მიწა წინა ხელისუფლების დროს გაასხვისეს და ახლა ტერიტორიას კერძო მესაკუთრე ჰყვას, რომელიც მიწის დათმობას სრულად არ აპირებს. ის სოფლის საკუთრებაში 30 ჰექტარს იმ შემთხვევაში დააბრუნებს, თუ მას დარჩენილი მიწის დამუშავების საშუალება მიეცემა. ინვესტორის შეთავაზებას მოსახლეობა არ თანხმდება და ისინი მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვენ.