გორი, კასპი, ქარელი, ხაშური- დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები პირველად შეიკრიბებიან
გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში - ახალი მოწვევის საკრებულოები დღეს პირველად შეიკრიბება.
სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. განახლებულმა შემადგენლობამ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე,
მისი მოადგილე ან მოადგილეები. პროცედურა ასეთია - სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები
გახსნიან, შემდეგ კი, თავმჯდომარის არჩევამდე, პირველ სხდომას უხუცესი წევრი უხელმძღვანელებს.