ზელენსკი: ვქმნით ანტი-პუტინურ კოალიციას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარტნიორებთან ერთად ანტი-პუტინურ კოალიციას აფუძნებს.
ზელენსკის თქმით, ის საფრანგეთის პრეზიდენტს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ავსტრიის კანცლერსა და თურქეთის პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტულ სანქციებსა და სამხედრო დახმარებებზე უკვე ესაუბრა.
"ჩვენ ვქმნით ანტი-პუტინის კოალიციას. მე ვესაუბრე ემანუელ მაკრონს, ურსულა ფონ დერ ლეიენს, კარლ ნეჰამერს, ერდოღანს კონკრეტულ სანქციებსა და ჩვენი ჯარისთვის კონკრეტულ დახმარებაზე. ჩვენ ველით დროულ ქმედებებს." - წერს ზელენსკი.