ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანია
ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავიჯდომარედ ნინო ლიპარტელიანი აირჩიეს.
აღნიშნულ თანამდებობაზე ლიპარტელიანის არჩევას ,,ქართული ოცნების“ ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
დღეიდან სწორედ ის წარუძღვება საკრებულოს მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
ლიპარტელიან სამი მოადგილე ეყოლება. ესენი არიან: ლევან გამრეკელი, ცოტნე ნოზაძე და ნოდარ ლომიძე.
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ.