ირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა - ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
"ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი 28 თებერვლის დილას, აშშ-სა და ისრაელის მიერ მიტანილი დარტყმების შედეგად, თავის რეზიდენციაში დაიღუპა", - იტყობინება ირანული სააგენტო Fars, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავს.
სააგენტოს ცნობით, დარტყმის შედეგად, დაიღუპნენ ალი ხამენეის ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და ერთ-ერთი რძალი.
ქვეყნის სულიერი ლიდერის დაღუპვის დადასტურებიდან მალევე, "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ისრაელს თავდასხმით დაემუქრა.
"ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე განმანადგურებელი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ დაიწყება რამდენიმე წუთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.