ამ დროისთვის არ მაქვს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება არსებობს - ნინო ლომჯარია



ამ დროისთვის არ მაქვს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება არსებობს - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არ მაქვს მტკიცებულებები, რომელიც ათქმევინებს,

რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება არსებობს.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების შესახებ დარგის კვალიფიციურ ექიმთა დასკვნა უნდა არსებობდეს. 

"ექიმები თუ იტყვიან, რომ მას აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია ციხის პირობებში და შესაბამისი

რეკომენდაცია გაიცემა, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე, ბოლო ვიზიტის მიხედვით,ასეთი რამ ჩემი კონსილიუმის ექიმების მხრიდან არ თქმულა.

თუმცა საინტერესოა ვნახოთ და დღეს შევაფასოთ, რა ვითარებაა. ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. პაციენტს თუ აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის

რეაბილიტაცია შეუძლებელია საქართველოში, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნებიდან, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის

ინტერესებიდან გამომდინარე, ესეც შეიძლება იყოს განხილული, თუმცა მე ამ წუთას ის მტკიცებულებები არ მაქვს, რომელიც მათქმევინებდა, რომ ეს საჭიროება არსებობს,"-განაცხადა ლომჯარიამ.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ