გორში საშობაო ბაზრობა მოეწყობა



გორში საშობაო ბაზრობა მოეწყობა

,,2021 წლის 26 დეკემბერს, კვირას, დღის 12 საათზე გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა - კურთხევით,

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში (გორის ციხესთან) გაიმართება საშობაო ბაზრობა.

მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც გეხერხებათ ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ვინც ქსოვთ, ქარგავთ,

რეწავთ, ქმნით სამკაულებს და ან ფლობთ სხვადასხვა სახის შემოქმედებით ნიჭს...

საშობაო ბაზრობაზე შეგიძლიათ ასევე წარმოადგინოთ საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელები,

ტრადიციული თუ თანამედროვე სახის ქართული და ევროპული ტკბილეული, ჯემები, კომპოტებსი და მურაბები, მარინადები, სუფთა თაფლი, საოჯახო ღვინო და ა.შ...

მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ თქვენც, ვისაც სახლში მოგეპოვებათ ორი ერთნაირი საშობაო თუ საახალწლო თემატიკის სათამაშო, აქსესუარი, მისალოცი ბარათი...

ასევე თქვენც - ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთის მქონეთ, რომელიც აღარ მოგწონთ, ან პირიქით - ძალიან მოგწონთ და გემეტებათ სხვისთვის,

სულაც გსურთ, რომ მას ახალი პატრონი გამოუჩდეს... (შესაძლოა წლების მანძილზე სახლში გედოთ რაიმე ნივთი, რომელსაც არ იყენებთ, ვიღაც

კი სწორედ ამ ნივთს ასევე წლებია ეძებს და არაა გამორიცხული, ჩვენს ბაზრობაზე შემთხვევით თქვენც იპოვოთ სასურველი რამ...)

ვისაც სურვილი აქვს საშობაო ბაზრობაში მონაწილეობის მიღების - შეგიძლიათ გამოფინოთ და გაყიდოთ:

• წაკითხული წიგნები, რომლებსაც გაყიდით ან გადაცვალით წაუკითხავ წიგნებში...

• ნაძვის ხიდან ჩამოხსნათ ერთი ან რამდენიმე სათამაშო...

• ზამთრისათვის დამზადებული სანოვაგე...

• ნებისმიერი რამ, რასაც ჩათვლით, რომ საახალწლოდ / საშობაოდ საჭიროა...

ყველა მონაწილე ვალდებულია:

• ეკეთოს პირბადე და ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი

• დაიცვას 2 მეტრის დისტანცია მეორე მონაწილისაგან

• ჩაიცვას ძალიან თბილად

(კარგი იქნება ჰქონდეს თერმოსი ცხელი სასმელით)

დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ:

5 9 8 11 88 50 - ალექსანდრე“ წერია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ