ჩორჩანა-ჯვრის ტყის მონაკვეთზე დავადგინეთ, რომ არ გეგმის განხორციელება უკვე დაიწყეს - ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლდიერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებს დაგეგმილი აქვთ დამატებით 200კვ/კმ-ის ოკუპაცია.
დღეს, 17 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ქაცარავას თქვა, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლის მიხედვით,
დამატებით მიტაცებული ტერიტორია დაიწრება ზემო რაჭიდან და მთავრდება თრუსოს ხეობით.
"გეგმა გულისხმობს დამატებით 200კვ/კმ-ის ოკუპაციას, ანუ იმ ტერიტორიების ოკუპაციას, რომელიც 2008 წლის ომის შედეგებით არ
შეიძლებოდა განხილულიყო და არც განიხილება. ტერიტორია იწყება ზემო რაჭიდან და მთავრდება თრუსოს ხეობით. ეს ნახაზები, რუკა
მათ შედგენილი აქვთ. ფაქტობრივად, თეორიულად ოკუპანტებმა ხაზი გადმოწიეს საშუალოდ 2,5 კმ სიღრმით ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ეს გეგმა არ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც მხოლოდ გეგმა, ვინაიდან, ჩორჩანა-ჯვრის ტყის მონაკვეთზე დავადგინეთ, რომ არ გეგმის
განხორციელება უკვე დაიწყეს. ეს პროცესი შეიძლება ჩავთვალოთ დაწყებულად, რომლის გააქტიურება დამოკიდებული
იქნება ბიბილოვის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის აქტივობაზე", - თქვა ქაცარავამ.
მისივე თქმით, მათ ინფორმაციას ისინი საქართველოს ხელისუფლებასაც გააცნობენ.