დაგვირეკეს სუსი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო - ელენე ხოშტარია
პარტია ,,დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, 17 აპრილს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში დაგეგმილი შეხვედრის ჩასაშლელად, ადგილობრივეების ნაწილს მათ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლისთვის ამზადებენ. ელენე ხოშტარიას თქმით, შეხვედრის ჩაშლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ, რომლებიც მუშაობს იმისთვის, რომ მოქალაქებმა მათ ქვები დაუშინონ.
,,ხვალ გვაქვს დაგეგმილი საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლა. დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ დავდივართ ხოლმე, ხალხს ვესაუბრებით, ვუსმენთ, რასაც შეგვიძლია ვუგვარებთ. მორიგ ჯერზე ჩვეულებრივად დავგეგმეთ და დაგვირეკეს სუსი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო. ცხადია, არც სოფელს ვიტყვი და არც ხალხს დავასახელებ. მეტიც, ხვალ არ ჩავალ, რადგან არეფერი მიღირს ამ ხალხის შეწუხებად, თან ამ დროს.“ - ამბობს ელენე ხოშტარია.
აღნიშნულის გამო ელენე ხოშტარიას თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში დაგეგმილი შეხვედრა უკვე გააუქმეს. ელენე ხოშტარია წერს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად შეხვედრებს მომავალში მაინც გამართავენ.
,,ისე ჩამოვალ ვერც გაიგებთ, მაგრამ, აი თქვენი სახე ესაა, ყველაფერს შვებით დაპირისპირებისთვის, პარტიული მიზნებისთვის. მაინც არ გამოგივათ“- ამბობს ხოშტარია.
ინფორმაციისთვის ოპოზცური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით 7 თებერვალს ,,ანტისაოკუპაციო საბჭო“ დაფუძნდა. საბჭოს წევრები კი პერიოდულად ჩადიან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელებში და ადგილობრივების პრობლემებს ეცნობიან.