ხაშურში ტრადიციული დღესასწაული ,,ტაშისკრობა’’ აღდგა - მონაწილეებმა გიორგი სააკაძის სარდლობით მტერზე ძლევამოსილი გამარჯვების 412-ე წლისთავი აღნიშნეს



ხაშურში ტრადიციული დღესასწაული ,,ტაშისკრობა’’ აღდგა - მონაწილეებმა გიორგი სააკაძის სარდლობით მტერზე ძლევამოსილი გამარჯვების 412-ე წლისთავი აღნიშნეს

სოფელ ტაშისკარში, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით აღდგა ტრადიციული დღესასწაული ,,ტაშისკრობა’’, რომელიც მიეძღვნა 1609 წელს, ნახვეტვრებთან, გიორგი სააკაძის სარდლობით მტერზე ძლევამოსილი გამარჯვების 412-ე წლისთავს.

ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ(ზაზა) დუგლაძის და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურის სამსახურის და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით, ,,სააკაძის წაბლთან’’ გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხაშურისა და ქვიშხეთის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

მეუფე სვიმეონმა დალოცა ყველა დამსწრე და კონცერტის მონაწილე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ