ინტენსიური თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა



ინტენსიური თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა დაწესდა

ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-8) ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ