ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა



ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

ავსტრიაში ვაქცინაცია ვალდებულო გახდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, შესაბამისი კანონი ავსტრიის პარლამენტმა დაამტკიცა. მას 137 მომხრე და 33 წინააღმდეგი ჰყავდა. 

სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონი თებერვლიდან ამოქმედდება და ძალაში სავარაუდოდ, 2024 წლამდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონით ავსტრია ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სავალდებულო გახდა. 

კანონი 18 ასაკის ზემოთ მოქალაქეებს შეეხება. გამონაკლისი მხოლოდ ორსულები და ის მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო, ვერ იცრებიან. ასევე, კანონის მოთხოვნა არ შეეხებათ მათ, ვინც კორონავირუსისგან ბოლო 6 თვეში გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, ავსტრიაში მოსახლეობის 72% სრულად ვაქცინირებულია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ