ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

BOG


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით.

შეხვედრა  ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა და მას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, ისე მასთან დაკავშირებულ წამახალისებელ პროგრამებზე. ყურადღება გამახვილდა ასევე კოვიდ-პანდემიის პირობებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და რეკომენდაციების დაცვას, რაც სოციალურ დისტანცირებას და პირბადის ტარებას გულისხმობს.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ