ეპიდვითარება ოკუპირებულ ცხინვალში



ეპიდვითარება ოკუპირებულ ცხინვალში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან ერთად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 220 ტესტი ჩატარდა,  ექიმების დაკვირვების ქვეშ 914-ზე მეტი პირი იმყოფება. ინფორმაციას ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES ავრცელებს.

“სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11 276 შეადგინა, 10 362 პირი კი გამოჯანმრთელდა.

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ