გორში სოციალურად დაუცველი ოჯახები აქციას მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ე.წ. ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, საცხოვრებელი, რომელშიც ისინი მთავრობამ შეასახლა, ავარიულია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. შენობაში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.