სალომე ზურაბიშვილი: უკრაინა არ დაეცემა



სალომე ზურაბიშვილი: უკრაინა არ დაეცემა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ უკრაინა არ დაეცემა. 

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, რუსებმა კარგად იციან, რომ ის, რაც ორგანიზებულია აგრესორი ქვეყნის მხრიდან, დამარცხებისთვის არის განწირული. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს რუსეთისთვის ძალიან საშიშია. 

„მიზანდასახულობა ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. არაფერია ახალი რუსეთის ამ პრაქტიკაში, რომელმაც ინტერვენცია მოახდინა სხვის ტერიტორიაზე. უკრაინა არ დაეცემა. უკრაინა აგრესორს წინააღმდეგობას უწევს და მომავალშიც გაუწევს. 

რუსებმა კარგად იციან, რომ ის, რაც ორგანიზებულია მათი მხრიდან, დამარცხებისთვის არის განწირული. ეს მათთვის ძალიან საშიშია, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. სამწუხაროა, რომ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ტოვებს უკრაინას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამასთან, ფრანგული მედია წერს, რომ თავად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქვეყანა არის ოკუპირებული აგრესორი ქვეყნის მხრიდან. 

მედიასაშუალება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანების განაცხადიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2008 წელს რუსეთი დაესხა თავს საქართველოს. 

 

 

წყარო: pia.ge

ასევე შეგიძლიათ იხილოთ