ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.