ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მონაზონი საავადმყოფოდან გაწერეს

BOG


ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მონაზონი საავადმყოფოდან გაწერეს

მონაზონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა კლინიკიდან გაწერს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის მედიცინის ცენტრში ადასტურებენ.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ხაშურში, დედათა მონასტრის მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ